თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პროფესიული კოლეჯი “პრესტიჟის” წარმომადგენლები, შეხვდნენ იაპონიის ქალაქ უშიკუს დელეგაციას.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ უშიკუს მერი და მერიის წარმომადგენლები, გაეცნენ თელავის საგანმანათლებლო დაწესებულებების სწავლების, გაცვლითი და ახალგაზრდული პროგრამების შესახებ ინფორმაციას.
შეხვედრას ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები – ნიკოლოზ მეტრეველი და ფიქრია ყუშიტაშვილი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შალვა ჭკადუა და პროფესიულ კოლეჯ “პრესტიჟის” ხელმძღვანელი კონსტანტინე დოლიძე.