სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო ხასიათის ტრენინგი გარემოსდაცვითი კონფლიქტების მართვის მიმართულებით.
ტრენინგზე განხილული იქნა კონფლიქტები საქართველოს სატყეო დარგში, მისი იდენტიფიცირების, გადაწყვეტის გზები და მიდგომები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მერის მოადგილეები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ტყის მართვის ადგილობრივი სათათბიროს (LAC) წევრები, ყვარლის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის (LAG) წევრები და სატყეო სააგენტოს ადგილობრივი წარმომადგენლები.