თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მიმდინარეობს სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.
დღეს, მიმდინარე სამუშაოებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასფალტის საფარი დაიგება 305მ სიგრძის გზაზე, ამასთან, მოწყობილია სანიაღვრე სისტემა.
შეგახსენებთ, რომ პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 175 000 ლარი.