სოფელ ლალისყურში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს გზის რეაბილიტაციას და პარალელურად სასმელი წყლის მილების შეცვლის სამუშაოებს, რის გამოც მოსახლეობას დროებით სასმელი წყალი არ მიეწოდება.
ადგილობრივ მოსახლეობას დღეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები შეხვდნენ. სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია წყლის მილების შეცვლას უმოკლეს დროში უზრუნველყოფს, პარალელურად კი მოსახლეობას წყალი რეგულარულად მიეწოდება ავზებით.