თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში დაიწყო N14 ქუჩის რეაბილიტაცია. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობა, ამასთან, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება 671მ სიგრძის გზაზე.
სამუშაოები ფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 391 565 ლარის ოდენობით.