თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში მიმდინარეობს შიდა საუბნო გზის (N14 ქუჩის) რეაბილიტაცია.
მიმდინარე სამუშაოებს, სოფელ ვანთაში მერის წარმომადგენელთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი დაიგება გზის 507 მეტრიან მონაკვეთზე. ქუჩაზე ასევე მოეწყო სანიაღვრე არხები.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება შეადგენს 539 255 ლარს.