თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში მიმდინარეობს მე-14 და მე-16 ქუჩების რეაბილიტაცია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოების ფარგლებში, ამ დროისთვის მე-14 ქუჩაზე უკვე დაიგო ასფალტის საფარის პირველი, ხოლო მე-16 ქუჩაზე მეორე ფენა.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა 507-მეტრიანი გზის მონაკვეთი, სადაც უკვე მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა.
სამუშაოები ფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მისი ღირებულება შეადგენს 539 255 ლარს.