სოფელ დუისში, 800 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის პროექტირება მიმდინარეობს.

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან, პარლამენტის წევრ ირაკლი ქადაგიშვილთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოფელ დუისში, 800 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმების შემდეგ გადაეცა.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს სკოლის პროექტირება, რომელიც მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს. ამის შემდეგ, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა და არსებული გეგმით, სკოლის მშენებლობის დაწყება სექტემბერშია მოსალოდნელი.