თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში, დასრულების ეტაპზეა შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია.
დღეს, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო 691 მეტრიან გზის მონაკვეთზე.