კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა, სკოლის დამთავრება მიულოცა ახალგაზრდებს, მათ მშობლებს, მასწავლებლებს და წარამატებული ახალი ეტაპის დასაწყისი უსურვა.
“სკოლის დამთავრებას ვულოცავ ყველა ახალგაზრდას, ვისთვისაც დღეს სკოლაში ბოლო ზარი დაირეკა!
დღეს თითოეული ჩვენგანი თქვენი სიხარულის თანაზიარია. თქვენს ცხოვრებაში დღეიდან ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება, რომელიც მჯერა, სავსე იქნება საამაყო მიღწევებით და შთამბეჭდავი გამოცდილებებით. დარწმუნებული ვარ, თქვენი სწავლით და მონდომებით ბევრ გამოწვევას გაუმკლავდებით, საუკეთესო შედეგებს მიაღწევთ და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის შემდგომ წინსვლასა და განვითარებაში. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან დღეს მშობლებსა და მასწავლებლებს, ვინც თქვენი საინტერესო სასკოლო თავგადასავლის მხარდამჭერი და მონაწილე იყო. გისურვებთ წარმატებას!” – კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი.