სიღნაღში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ახალი წლის დღეების ფარგლებში, სიღნაღში, საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

საახალწლო ღონისძიება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მიმდინარეობდა, რომელსაც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი ადგილობრივებთან ერთად დაესწრნენ.

გაიმართა საშობაო ბაზრობა: ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცეები, ზღაპრის გმირების თეატრალიზებული მსვლელობა.

თოვლის პაპამ ბავშვებს საახალწლო ნუგბარი გადასცა, რომელთაც თოვლის პაპის ფოსტით ღია საახალწლო ბარათების გაგზავნის შესაძლებლობა მიეცათ.

ასევე, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.

საღამოს გაიმართა გრანდიოზული კონცერტი, რომელშიც თეატრალურის კვარტეტი და ბენდი „გუფი ლენდი“ მონაწილეობდნენ. საახალწლო ღონისძიებები საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.