სოფელ ვაქირში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა, გახსნა სპორტული მოედანი და დაესწრო სიმბოლურ მატჩს.
“საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილთან ერთად, სოფელ ვაქირში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მინი სპორტული მოედანი გავხსენი. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სიმბოლური მატჩი. სპორტული მოედნის მშენებლობა რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა, ხოლო პროექტის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 310 899 ლარი,” – განაცხადა მალხაზ ბეგიაშვილმა.