სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმააცით, სიღნაღი უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც, ფილმის ჩვენება გაიმართება.
„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება.
კამპანიის ფარგლებში 29 ნოემბერს, სიღნაღის თეატრის შენობაში, 14:00-ზე მხატვრული ფილმის ჩვენება გაიმართება, სადაც დასწრება თავისუფალია.
ჩვენებაზე დასწრება მიზანშეწონილი არ არის 16 წლამდე მოზარდებისთვის,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.