საქართველო, მსოფლიოს 150-მდე ქვეყანასთან ერთად, „მსოფლიო სურსათის დღეს“ აღნიშნავს.
“80 წლისაა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაცია (FAO), რომელსაც მადლობას ვუხდი მრავალწლიანი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტებშია, რომ ხელი შეუწყოს, შექმნას და ჩამოაყალიბოს ისეთი გარემო, სადაც მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების უვნებელი სურსათის წარმოება იქნება სამიზნე მაჩვენებელი და სტანდარტული მოცემულობა, სადაც სამარკო ნიშანი „წარმოებულია საქართველოში“ იქნება მხოლოდ მაღალი ხარისხის აღმნიშვნელი,” – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა.