წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, ფონდი არველაძისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, 4-5 დეკემბერს, ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის განახლების პროექტი შედგა.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს 64 ცენტრალურ ბიბლიოთეკას წიგნების შესაძენად 900 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა, რომელთა განაღდება ბიბლიოთეკების წარმომადგენლებმა ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში განთავსებულ 30-მდე გამომცემლობისა და გამავრცელების სტენდთან შეძლეს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანებამ აღნიშნული ვაუჩერიზაციით სარგებლობისთვის, მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს.