საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კახეთის რეგიონს ახალი ნაგავმზიდები გადაეცა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონებს ახალი ნაგავმზიდები გადაეცათ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილია 82, 10 და 16-კუბიანი „ივეკოს“ ფირმის ნაგავმზიდები, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში გადანაწილდება. უწყების ცნობით, ამ დროისთვის  2 ნაგავმზიდი კახეთის რეგიონს გადეცა, აქედან, 1 ნაგავმზიდი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს და 1 ნაგავმზიდი ახმეტის მუნიციპალიტეტს.

ნაგავმზიდების გადაცემის ღონისძიებას დაესწრო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი − ნიკა ტყემალაძე. ასევე, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულები და კომპანია “ჯითის” წარმომადგენლები.

შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის გამარჯვებულმა კომპანიამ „ჯითი გრუპმა“ 48 ერთეული ნაგავმზიდი საქართველოში უკვე ჩამოიყვანა. პროცესი გრძელდება, მომდევნო თვეების განმავლობაში ტექნიკა ეტაპობრივად ჩამოვა საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ ავტომობილები დამზადებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.