სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაზე თელავის გუნდმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა

თბილისში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2025-ის ფარგლებში, გოგონებსა და ვაჟებს შორის გაიმართა აღმოსავლეთ საქართველოს  თამაშები ხელბურთში.
ფინალური თამაში გაიმართა თელავის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის გუნდებს შორის.
მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა.