საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ადგილზე გაეცნო კახეთში სასელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ალადაშვილთან და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ გულიკაშვილთან ერთად.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, შენდება 4 ზოლიანი, 17 კმ-იანი ჩქაროსნული გზა, რომელიც მოიცავს ახალ სატრანსპორტო კვანძს სოფელ ბადიაურთან, 4 ხიდს, 8 გზაგამტარ და 86 წყალგამტარ მილს.
ახალი გზის მონაკვეთი გვერდს აუვლის 5 მჭიდროდ დასახლებულ სოფელს – თოხლიაურს, მანავს, ჩაილურს, კაკაბეთსა და ბადიაურს.
ბადიაურის კვანძთან თანამედროვე, უსაფრთხო სავაჭრო მოედანი მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეებისა და ფერმერებისთვის, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის მცირე ბიზნესის პროდუქციის რეალიზაციას.
იხილეთ ვრცლად: https://shorturl.at/8kjaf