რუსთავში გამართული ღია პირველობიდან კრივში, თელავს 12 ჩემპიონი დაუბრუნდა.

2025 წლის 18 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში გაიმართა, რუსთავის ღია პირველობა კრივში, სადაც მონაწილეობა მიიღო თელავის მოკრივეთა გუნდის 18 – მა სპორტსმენმა.
ააიპ “თელავის ჭიდაობის სპორტული სკოლა თელავის” ინფორმაციით, ჩემპიონატში მონაწილე მოკრივეებიდან, ჩემპიონის ტიტულით თელავში დაბრუნდა 12 სპორტსმენი.