თელავში აქტიურად გრძელდება რუსთაველის გამზირზე მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასფალტის საფარი უკვე დაიგო 10 ეზოში, ხოლო ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 102-ე და 104-ე კორპუსების ეზოებში.
შეგახსენებთ, რომ პროექტი, რომელიც რუსთაველის გამზირზე 19 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს რეაბილიტაციას ითვალისწინებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და გამოყოფილი თანხა შეადგენს 910 496 ლარს.