საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან განიხილეს სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.
რეგიონული განვითრების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხრიდან მუნიციპალიტეტებისთვის იმ უფლებამოსილების დელეგირებას, რომელიც გულისხმობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სკოლების ნაწილობრივ რეაბილიტაციას.
თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, დედაქალაქის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულები და მუნიციპალიტეტების მერები.