საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი, შეხვდა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებს.
მინისტრი დეპუტატებს ესაუბრა უწყების ძირითად პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე. მინისტრმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისა და დეცენტრალიზაციის პოლიტიკის მნიშვნელობას, რაზეც კომიტეტის წევრებთან მოსაზრებები სხვადასხვა მიმართულებით გაიცვალა, მიმდინარე და სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, ყურადღება დაეთმო მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ დონეზე არსებულ საჭიროებებს და მათი მოგვარების კუთხით უწყების ხედვებს.
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა უპასუხა კომიტეტის წევრების კითხვებს. დეპუტატებმა კახაბერ გულედანს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. მინისტრმა ხაზი გაუსვა პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან კოორდინაციის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და დეპუტატებს მჭიდრო თანამშრომლობისთვის დაუდასტურა მზადყოფნა.