რა პრიორიტეტული მიმართულება აირჩია მოსახლეობამ ნასამხრალში, შალაურსა და კურდღელაურში

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე, ნიკოლოზ მეტრეველი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა ნასამხრალში, შალაურსა და კურდღელაურში.

მერიის ცნობით, ნასამხრალში მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხებად დაასახელა ღია სივრცის ტრენაჟორებისა და მგზავრთა მოსაცდელების მოწყობა.

შალაურში პრიორიტეტად ახალი გარე განათების ქსელის და საბავშვო სკვერის მოწყობა დასახელდა.

კურდღელაურში ადგილობრივებმა მოითხოვეს სპორტული მინი მოედნის, ასევე კულტურის სახლის მიმდებარედ სკვერების მოწყობა.