რამდენად უსაფრთხოა ვიდეოთამაშები და როგორ დავიცვათ ბავშვები კიბერბულინგისგან

ვიდეო თამაშები ჩვენი ბავშვების ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. YouTube-ისა და ტელევიზორის ყურების შემდეგ, თამაში არის ყველაზე პოპულარული აქტივობა ბავშვებში. თუმცა, ბევრი მშობელი მიიჩნევს, რომ არ აქვს სათანადო ცოდნა ვიდეო თამაშების შესახებ და ღელავს, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს თამაშებმა მათი ბავშვების ცხოვრებაზე. წარმოგიდგენთ რამდენიმე რჩევას, რომელთა გათვალისწინებითაც შეძლებთ შვილებისთვის უსაფრთხო ვიდეო თამაშების შერჩევას და მათ ოჯახური ცხოვრების გასამხიარულებლადაც გამოიყენებთ.

გასათვალისწინებელი ფაქტორები:

თამაშისშინაარსი

ვიდრე თქვენს შვილებს ამა თუ იმ თამაშზე წვდომას მისცემთ, შეამოწმეთ მისი რეიტინგი და გაეცანით სხვა მომხმარებელთა აზრს. ასევე, შეგიძლიათ თამაშის შესახებ YouTube ვიდეოების ნახვა, მის მიზნებსა და შინაარსზე წარმოდგენის შესაქმნელად. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი თამაში მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, თავად შექმნან თამაშის შინაარსი. გარდა ამისა, სამ განზომილებიან ციფრულ სამყაროში ბავშვებს სხვა მოთამაშეებთან ვირტუალურად ინტერაქციის შესაძლებლობა აქვთ, რაც ზრდის საჭიროებას, ბავშვებს კარგად ესმოდეთ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, თუ წააწყდებიან რაიმე შეუსაბამო ქცევას, როგორიცაა სექსუალურად გამოხატული შინაარსი ან შეურაცხმყოფელი ენა.

კიბერბულინგი

ონლაინ თამაშების ფორუმების უმეტესობას და მრავალმოთამაშიანი პლატფორმების ჩათებს ხშირად არავინ ზედამხედველობს. შესაბამისად, არსებობს კიბერბულინგისა და სასტიკი ქცევის განცდის ან მსგავსი ფაქტის შესწრების რისკი. აღნიშნული რისკის შესამცირებლად, შესაძლოა ჩათის ფუნქციის გამორთვა ან მოძალადე მოთამაშის დარეპორტება.

დახარჯული დრო

ბავშვებისა და მოზარდების მიერ ვიდეო თამაშებში გატარებული ხანგრძლივი დრო შესაძლოა პრობლემად იქცეს, განსაკუთრებით როლური ან მრავალმოთამაშიანი თამაშების შემთხვევაში. შესაბამისად, საჭიროა დროის მართვა და ბავშვების წახალისება, შეისვენონ წარმატებული სათამაშო სესიის შემდეგ.

დაუსვით ბავშვებს შემდეგი კითხვები, რათა დარწმუნდეთ თამაშის უსაფრთხოებაში:

-რაიცი ამ თამაშის შესახებ?

-როგორ ფიქრობ, რა მოგეწონება მასში?

-თამაშობს თუ არა მას რომელიმე შენი მეგობარი?

-რამე ხომ არ გსმენია ამ თამაშზე, რაც შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი ან შეუსაბამო?

როგორ უნდა მოიქცე, თუ წააწყდები გამაღიზიანებელ ან შეუსაბამო ქცევას?

ვიდეო თამაშების უსაფრთხოებაში დასარწმუნებლად კიდევ ერთი შესანიშნავი გზაა ერთობლივად თამაში და პროცესში მიღებული გამოცდილებების შესახებ მათთან საუბარი.

დარწმუნდით, რომ თქვენს შვილებს შეუძლიათ დაუყოვნებლივ მოვიდნენ თქვენთან, თუ ინტერნეტში წააწყდებიან რამეს, რაც თავს არაკომფორტულად აგრძნობინებთ. ასევე, აუხსენით მათ, რომ ამის გამო არ ჩამოართმევთ მოწყობილობებს, რადგან მოზარდებს ურჩევნიათ შეეგუონ შევიწროებასა და დისკომფორტს, ვიდრე მშობლების მხრიდან მოწყობილობების ჩამორთმევის რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ.

წყარო: მედიაწიგნიერება