თბილისში, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს სასტუმრო Bazzar-ში, გაიმართება EcoFlow-ს ახალი თაობის განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების პრეზენტაცია და ფესტივალი. ახალი მოდელი-DELTA 2 მომხმარებელს სთავაზობს პორტატული ელექტროსადგურების სრულიად ახალ შესაძლებლობებს.
წინა მოდელთან შედარებით, DELTA 2 მოწყობილობებს ტენის 7-ჯერ უფრო სწრაფად. თავადაც სწრაფად იმუხტება. სხვა მოდელებისგან განსხვავებით, 0%-დან 80%-მდე იტენება მხოლოდ 50 წუთში, 100%-მდე კი 80 წუთში. იგი მუშაობს ყველაზე მძლავრი ელექტროსადგური LiFePO4 (LFP) ელემენტით. DELTA 2-ს შეუძლია ერთდროულად დამუხტოს 15-მდე მოწყობილობა. გარდა ამისა, უზრუნველყოფილია Wi-Fi და Bluetooth კავშირით.
Ecoflow-ს ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში არის კომპანია “კოპტერ ტექი.” მისი დირექტორის, თეონა ჩაჩუას თქმით, Ecoflow-ს ახალი პორტატული სადგური არის წინ გადადგმული ნაბიჯი, განახლებადი ენერგიის სფეროში.
„ვინაიდან პორტატული ელექტროსადგურების მნიშვნელობა ჩვენი საზოგადოებისთვის იყო სიახლე, პირველივე დღიდან აქტიურად დავიწყეთ არსებული და პოტენციური მომხმარებლების ინფორმირება. ახლა უკვე გვყავს კმაყოფილი მომხმარებელი, რომელიც აქტიურად იყენებს Ecoflow-ს სარეზერვო კვების ელემენტებსა და მზის პანელებს როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ისეთ საქმიანობებში, როგორიცაა: კომერციული ბიზნესები, მედია ფროდაქშენი, სამთავრობო უწყებები, მრეწველობა, ტურიზმი, ღონისძიებების მართვა და სხვა. ჩვენ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს განახლებადი ენერგიის საჭიროების წარმოჩენა ქართული საზოგადოებისთვის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეგეგმა ღონისძიება. გვინდა, რომ მოსულმა სტუმრებმა საკუთარი თვალით ნახონ და თავად გამოცადონ Ecoflow-ს პროდუქციის შესაძლებლობები, ჩაერთონ სახალისო გათამაშებებში და ამავდროულად, ისიამოვნონ ცოცხალი მუსიკით.“ – განაცხადა თეონა ჩაჩუამ.
ღონისძიებას დაესწრებიან: სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ასევე კლინიკის ხელმძღვანელები, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები, სასტუმროეს წარმომადგენლები, ავტომანქანების ოფიციალური ცენტრების წარმომადგენლები და ინფლუენსერები. დღის მეორე ნახევარში კი გაიმართება განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებული საზოგადოება შეძლებს Ecoflow-ს პორტატული ელექტროსადგურების დატესტვას, გათამაშებებში ჩართვას, კერძებისა და სასმელების დაგემოვნებას.