პირველი სექტემბრიდან მართვის მოწმობის აღების მმსურველთათვის ცვლილებები ამოქმედდება

პირველი სექტემბრიდან მართვის მოწმობის მიღების მსურველთათვის საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდება. კერძოდ, გამოცდებს დაემატება ორი სიახლე.

პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მოქალაქეებმა უნდა უპასუხონ სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს. სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ნაწილი კი ორეტაპიანი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მძღოლებს გამოცდების ჩაბარება როგორც დახურულ მოედანზე, ასევე რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში მოუწევთ.

ცვლილებები ძალაში შევა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან.