საკანონმდებლო ორგანომ 88 ხმით, პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება ცნო.
კენჭისყრამდე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტს გააცნო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას გადასცა პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაცია.
გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 111 834-მა ამომრჩეველმა. არჩევნების საბოლოო შედეგის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ 89 მანდატი (53, 93% ) მოიპოვა, „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროამ“ – 19 მანდატი (11, 03%), „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობამ“ – 16 მანდატი (10.17%), „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 14 მანდატი (8,81%,), „გახარია საქართველოსთვის“- 12 მანდატი (7,78%).
მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრებმა დადეს ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი, რის შემდეგაც შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი.
მანამდე კი პარლამენტმა ცნო დეპუტატთა ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება.
ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა გახსნა უხუცესმა წევრმა, ლადო კახაძემ.