პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ხვალ განიხილავს

„საქართველოს პრეზიდენტის − სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისა და კენჭისყრის ვადის განსაზღვრის თაობაზე“ პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 88 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო დადგენილება.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განაცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მისი მონაწილეობა საკითხის განხილვაში.

დადგენილების თანახმად, პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე დასკვნის (№3/1/1797, 16.10.2023) საფუძველზე უნდა განიხილოს და აღნიშნულ საკითხს კენჭი უყაროს 2023 წლის საშემოდგომო სესიის 17−20 ოქტომბრის პლენარული სხდომების კვირაში“, – აღნიშნულია პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა ხვალ გაიმართება.