“პალიტრა L-ის” ლიტერატურული ტურნე დაიწყება კახეთიდან და პირველი გაჩერება 8-9 ივლისს, იქნება თელავში.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სადაც მოსული სტუმრები განსაკუთრებული ფასდაკლებებით ისარგებლებენ. ფასდაკლებებთან ერთად, დაგხვდებათ საჩუქრები და ყველასათვის საყვარელი, ტრადიციული შეთავაზებებიც, როგორებიცაა “1+1”; “3 წიგნი 10 ლარად” და “გადაიხადე, რამდენიც გინდა”.
ასევე, ადგილზე დაგხვდებათ “მაკულიტერატურის” პუნქტი, სადაც მაკულატურის ჩაბარება და ახალ წიგნებში გადაცვლა შეგეძლებათ.
2 კგ = 1 ლარს (ჩასაბარებელი მაკულატურის მინიმალური წონა – 4კგ)
მისამართი: თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
დრო: 12:00 -დან 19:00 საათამდე.
ტურნეს ფარგლებში, მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ, 9 ივლისს, შეხვდნენ ლიტერატურული კონკურსის “გახდი ბესტსელერის ავტორის” გამარჯვებულ ავტორებს – თინათინ ბერიძესა და ნანი მანველიშვილს. დაუსვან მათ შეკითხვები და მიიღონ ავტოგრაფები. შეხვედრა გაიმართება “ბიბლუსის” წიგნის კაფეში, 19:00 საათზე.