საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისთვის ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები იმ მოქალაქეებსაც დაუფინანსდებათ, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია.
აღნიშნულ ცვლილებამდე სახელმწიფო მხოლოდ იმ პირებს უფინანსებდა მკურნალობას, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე ნაკლები იყო.
„ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება. ცვლილება უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ,“ – აცხადებენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში.