ნიკოლოზ მეტრეველი ქვემო ხოდაშნის, კონდოლისა და კისისხევის მოსახლეობას შეხვდა

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ მეტრეველი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შეხვედა ქვემო ხოდაშენში, კონდოლსა და კისისხევში.

ქვემო ხოდაშენში მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხებად არსებული ჭაბურღილის რეაბილიტაცია, მრავალფუნქციური ტრენაჟორის შეძენა და ახალი გარე განათების ქსელის მოწყობა დაასახელა.

კონდოლში პრიორიტეტილ საკითხებად ახალი გარე განათების ქსელის, სანიაღვრე არხების და მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა დასახელდა.

კისისხევის მაცხოვრებლებმა მოითხოვეს შესაბამისი ინვენტარით სკვერისა და სანიაღვრე არხის მოწყობა.