Skip to content
ფოტო: თელავის სატრანსპორტო სამსახური
თელავის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, ნადიკვრის ქუჩაზე მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, შეიცვალა N3 ავტობუსის მარშრუტი.
“ავტობუსი ნადიკვრისა და მარჯანიშვილის ქუჩების ნაცვლად იმოძრავებს შემოვლითი გზით, თამარის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით.
პირვანდელი მარშრუტი აღდგება გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე.
თელავის სატრანსპორტო სამსახური ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის!” – თელავის სატრანსპორტო სამსახური.