საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ იაშვილმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდული რეგიონული ფორუმის გახსნის ღონისძიებაში.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას დაადასტურა უწყების მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი და მხარი დაუჭიროს ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას.
ფორუმში საქართველოს მასშტაბით, მონაწილეობს საჯარო უწყებების 40-მდე წარმომადგენელი და მისი მიზანია მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობა.