მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევები ჩატარდება

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ორგანიზებით და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, 2 და 3 ნოემბერს, კურდღელაურისა და ვარდისუბნის ადმინისტრციულ ერთეულებში, მოსახლეობისთვის ჩატარდება უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევები, რომელიც მოიცავს: მუცლის ღრუსა და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიას, კარდიოგრამას, თერაპევტის კონსულტაციას და სისხლში შაქრის დონის განსაზღვრას.