თელავის, ხონის, ონის, სამტრედიის, ბორჯომის და გორის სალოტბარო სკოლებიდან 130 მოსწავლე ანაკლიაში, ოთხი დღის მანძილზე მუსიკალურ, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
ფესტივალი მესამე – დასკვნით ნაკადს მასპინძლობს, რომელიც 17 ივლისს დაიწყო და უკვე უმასპინძლა 12 სალოტბარო სკოლას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
წინა ორი ნაკადის მსგავსად, მესამე ნაკადის პირველი დღეც ზუგდიდში კონცერტით დაიწყო, რომელიც ზუგდიდის სალოტბარო სკოლამ გახსნა.
მონაწილეებმა საგალობლები და მათი კუთხისთვის დამახასიათებელი ფოლკლორული სიმღერები შეასრულეს. მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს ფესტივალის ორგანიზატორმა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ და ფესტივალის მხარდაჭერმა ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ.
სალოტბარო სკოლების ფესტივალი ,,მომავლის ხმები” საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და 28 ივლისამდე გაგრძელდება