2024 წელს, თელავში, მირიან ცალქალამანიძის სახელობის ჭიდაობის სპორტულ სკოლაში დასრულდა დარბაზის რეაბილიტაცია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპორტულ სკოლაში შეიცვალა იატაკი, მოეწყო ტრიბუნები.
მირიან ცალქალამანიძის სახელობის ჭიდაობის სპორტულ სკოლას, უკვე აქვს კეთილმოწყობილი სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ სკოლამ უმასპინძლოს ტურნირებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში.