ნატალია ნაცვლიშვილმა საკუთარ საქმიანობას, “აურა” დაარქვა. იგი ბუნებრივი ქვებისგან ქმნის სამკაულებს და სხვადასხვა სახის აქსესუარებს. როგორც ნატალია ამბობს, თავის თავს ხელოვანს არ უწოდებს და სიტყვაში-„აურა,“ მისი შემოქმედების უფრო ღრმა თემატიკას გადააწყდებით, ვიდრე ეს ერთი შეხედვით, ზედაპირზე ჩანს. ნატალია ნატურალურ ქვებში ხედავს შესაძლებლობას, რომელიც ადამიანებს ეხმარება გათავისუფლდნენ უარყოფითი ენერგიისგან და მოიზიდონ დადებითი მოვლენები ცხოვრებაში. ეს კი შინაარსობრივად, ბევრად მეტია, ვიდრე თვითონ ხელოვნება.
დეკორატიული სანთლები, ჩვილი ბავშვის აქსესუარები, ქალის და მამაკაცის ყელსაბამები და სამაჯურები, სამაჯურები შეყვარებული წყვილებისთვის, ბერეტები გაფორმებული ნატურალური ქვებით.. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც ნატალია სთავაზობს მომხმარებელს.
„ძალიან დიდია ახალგაზრდების მხრიდან მოთხოვნა შეყვარებული წყვილების მაგნიტიან სამაჯურებზე. ეს სამაჯური დიდი პოპულარობით სარგებლობს. ასევე, მოთხოვნადია ზოდიაქოს ნიშნის სპეციალური ქვებით დამზადებული სამაჯურები. გამიჭირდება თითოეული ქვის მნიშვნელობაზე და ღირებულებაზე ერთ ინტერვიუში საუბარი, მაგრამ შევეცდები, რამდენიმე მაგალითი განვიხილო.“- აღნიშნა ნატალია ნაცვლიშვილმა.
„როგორც ვიცით, ყველა ადამიანს გააჩნია თავისი ენერგეტიკა, როდესაც მინერალებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩაკრები. ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს თუ რა არის ჩაკრა რომელს რა დანიშნულება, ფერი და სახელი აქვს.
ზოგადად, ადამიანს აქვს 7 ჩაკრა. ეზოთერიკოსები და ლიტოთერაპევტები ამბობენ, რომ ნებისმიერი მათგანის დაზიანება ან უმოქმედობა იწვევს არა მარტო ფსიქოლოგიურ არამედ ფიზიკურ პრობლემებს, რაც ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. მე ჯერ კიდევ ბავშვობიდან დავინტერესდი ადამიანის ენერგეტიკული ველის შესაწავლით. ბუნებრივი ქვების დადებითი გავლენა ყოველთვის მხიბლავდა. ერთ დღესაც, აღმოვაჩინე, რომ შემეძლო სხვა დამიანებისთვისაც გამეზიარებინა მინერალების ამოუწურავი შესაძლებლობები და შემემესუბუქებინა ის ყოველდღიურობა, რაც იწვევს სტრესს და ამისგან სულ ოდნავ მაინც გამეთავისუფლებინა ისინი. თავდაპირველად „აურას“ ნაკეთობების გატესტვა მე თითონ დავიწყე. როდესაც გაჩნდა მოთხოვნა გადავწყვიტე ნაკეთობების რეალიზაცია, დავხვეწე ხარისხი და დღეს უკვე მყავს ჩემი აქსესუარებით კმაყოფილი მომხმარებელი.“-განაცხადა ნატალია ნაცვლიშვილმა.
Pr-mc-თან საუბარში, ნატალიამ გამოყო „ტიბეტური ძი“ და მის განსაკუთრებულ თვისებებზე გვესაუბრა. მისი თქმით აღნიშნული ქვა განსაკუთრებულ ენერგეტიკას და ძალას ატარებს.
„ტიბეტური ძი“ ცნობილია, როგორც ფინანსური კეთილდღეობის და ჯანმრთელობის მომტანი. ის მფლობელს განსაკუთრებულ დაცვას პირდება. თუმცა, აღნიშნული ქვის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ყველა ნატურალურ ქვას უნდა სპეციალური მოვლა. როდესაც ქვა დაიმუხტება უარყოფითი ენერგიით ის მძიმდება, რასაც მისი მფლობელი გრძნობს, ხოლო როდესაც 1 დღე-ღამის განმავლობაში ქვას განვათავსებთ მზის ან მთვარის სინათლის ქვეშ ის იწმინდება და კვლავ უბრუნდება პირვანდელ იერსახეს, ხდება საოცრად მსუბუქი.”
„ტიბეტური ძი,“ „ციტრინი“ და „მწვანე ავანტურინი“ ერთ კომბინაციაში სიმდიდრის, წარმატების, ავი თვალისგან დაცვის და ჯანმრთელობის სიმბოლოდ ითვლება.
„ადამიანები ხშირად მეკითხებიან, კი მაგრამ, მაღაზიაში უამრავი ნატურალური ქვისგან დამზადებული აქსესურია, რატომ წვალობ? მინდა მივმართო ყველას, რომ როდესაც იმ საქმეს აკეთებ, რომელიც გიყვარს არ გიწევს მუშაობა. მე ჩემი საქმე იმდენად მაბედნიერებს, რომ ყველაზე დიდ სიმშვიდეს სწორედ აქ ვპოულობ. გარდა ამისა, მე პირადად, როდესაც გამოუცდელი ვიყავი ხშირად გავმხდარვარ მაღაზიაში კონსულტანტის მხრიდან მოუტყუებული. მაღაზიაში ბევრია იმიტირებული ქვა და ის ძალიან შორსაა ორიგინალისგან. სულ ვცდილობ ნივთები მხოლოდ მაშინ დავამზადო, როდესაც კარგ განწყობაზე ვარ, რადგან ჩემი დადებითი ენერგეტიკა გავუზიარო სხვა ადამიანებს. მათაც შეიგრძნონ იმ პოზიტიური ენერგიის ძალა, რაც თითოეულ ჩვენგანს გვჭირდება, შინაგანი ბალანსის აღსადგენად.“– ამბობს ნატალია.
დღეს-დღეობით “აურა” ხიბლავს უამრავ ადამიანს, ყავს საკუთარი მომხმარებელი, არის მზარდი, მორგებული ინდივიდუალურ სტილს და მოთხოვნებს. “აურას” აქსესუარის მფლობელს ექნება სრული გარანტია, რომ ზუსტად ისეთი, ვეღარ შეიქმნება, რადგან როგორც ნატალიამ თქვა, როდესაც მუზა ეწვევა და მუშაობს რომელიმე კონკრეტულ ნივთზე, მსგავსის ხელმეორედ შექმნა აღარ შეუძლია. სწორედ ამიტომ, ორიგინალურობა და ინდივიდუალიზმი ის ცნებებია, რაც წარმოადგენს “აურას” სავიზიტო ბარათს.