მესამე დღეა რაც თელავის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ

უკვე მესამე დღეა, რაც უხვი ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინტენსიურად იწმინდება საავტომობილო გზები, მთელი ღამის განმავლობაში ქალაქში იყრებოდა ტექნიკური მარილი, ხოლო დილით კვლავ განახლდა სამუშაოები.
მგზავრთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დროებით შეჩერებულია მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება. ავტობუსების მოძრაობა აღდგება დღის განმავლობაში.