თელავში, საახალწლო ღონისძიება – „ახალი წლის დღეები“ წელს უკვე მეოთხედ გაიმართა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით.
ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა და მიულოცა დამდეგი ახალი წელი. აღსანიშნავია, რომ სცენიდანვე მიულოცეს ძიუდოში საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება თელაველ სპორტსმენს, მიხეილ ბახბახაშვილს.
სადღესასწაულო კონცერტზე, თელაველი მსმენელის წინაში წარდგნენ კვარტეტი რანინა ბენდთან ერთად, კახაბერი და ხანუმები, DJ გიგა პაპასკირი.
ღონისძიება დასრულდა საზეიმო ფეიერვერკით.