თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, სკოლა-სტუდია “სოლეის” მოსწავლეებს მათ პედაგოგთან, ვერიკო სახეიშვილთან ერთად, პირადად შეხვდა. ლევან ანდრიაშვილმა პატარებს მიღწეული წარმატება მიულოცა, რომელსაც სტუდიამ მიაღწია კონკურსში – “რომის ვარსკვლავი 2024.”
“სამუშაო გარემოში ვუმასპინძლე ყველაზე პატარა და გულწრფელ სტურმებს, სკოლა-სტუდია “სოლეის” მოსწავლეებს,” რომლებმაც რომის ვარსკვლავი-2024”-ში დაიკავეს პირველი ადგილი. როგორც მოსწავლეებს, ასევე მათ პედაგოგს პირადად მივულოცე გამარჯვება,”– განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა.