თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იმყოფებოდა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სანიორის სკოლაში, სადაც ღვწლმოსილ პედაგოგს, ირა(გულო) ძებნიაურს პირადად მიულოცა ეს დღე.
ირა ძებნიაური უკვე 48 წელია, რაც ემსახურება პედაგოგიურ საქმიანობას. იგი წლების განმავლობაში ასწავლიდა მათემატიკას სოფელ ნაფარეულისა და ლაფანყურის საჯარო სკოლებში, ახლა კი სოფელ სანიორეში აგრძელებს მოღვაწეობას.
“დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, მარი რომანიშვილთან ერთად სოფელ სანიორეს საჯარო სკოლას ვეწვიეთ. ფასდაუდებელია მასწავლებლის შრომა. ქალბატონ ირას ვუსურვებთ დღეგრძელობას და მასთან ერთად ყველა მასწავლებელს ვულოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს,” – აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის საერთაშორისო დღე, მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება ყოველი წლის 5 ოქტომბერს.