დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ადრიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ თენგიზ მთვარელიშვილმა, მერის მოადგილეებმა ნიკოლოზ მეტრეველმა და ფიქრია ყუშიტაშვილმა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, დამოუკიდებლობის დღე მიულოცა სრულიად საქართველოს და აღნიშნა, რომ 26 მაისი არის უმნიშვნელოვანესი თარიღი ქვეყნის ისტორიაში.
“ვულოცავ სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
1918 წლის 26 მაისი ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე გამორჩეული, საამაყო და მნიშვნელოვანი თარიღია. პატივს მივაგებთ საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირებს. მადლობა მათ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის,” – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა.