ლევან ანდრიაშვილმა მანდატურებს პროფესიული დღე პირადად მიულოცა

დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ რომანიშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამარ ზაზანაშვილმა, მანდატურებს პროფესიული დღე მიულოცეს.
15 აპრილი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსების დღეა, სწორედ ამიტომ, სოფელ ყარაჯლისა და თელავის N7 საჯარო სკოლაში დასაქმებულ მანდატურებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებისათვის სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისათვის.