დღეს, 88 წელი შეუსრულდებოდა ლეგენდარულ თელაველ ფეხბურთელს, გივი ჩოხელს.
დიდი ფეხბურთელის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გივი ჩოხელის ძეგლი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ დაღუნდარიძესთან, ფეხბურთელის ოჯახის წევრებთან, საპატიო თელაველებთან და მოქალაქეებთან ერთად.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გივი ჩოხელის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე, ფეხბურთელის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თელავის მუნიციპალიტეტის გუნდებმა.
გამარჯვებული ფეხბურთელები დაჯილდოვდნენ სიმბოლური პრიზებით.