ლევან ანდრიაშვილმა იაპონიის დელეგაციას სპორტული ინფრასტრუქტურა გააცნო

თელავის მუნიციპალიტეტს, ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს იაპონიის ქალაქ უშიკუს დელეგეცია. თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილთან ერთად, იაპონიის ქალაქ უშიკუს მერს, დაათვალიერებინა სპორტული ინფრასტრუქტურა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, იაპონიის დელეგაცია იმყოფებოდა თელავის ჩოგბურთის კორტებსა და ჭიდაობის სკოლაში. თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა აღნიშნა, რომ თანამედროვე სტანდარტების სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან.
დამეგობრების მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც გაფორმდება თელავსა და იაპონიის ქალაქ უშიკუს შორის, სპორტსმენებსა და მწვრთნელებს ექნებათ შესაძლებლობა ორმხრივ გაცვლით პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა.