იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, რასთან დაკავშირებითაც, სტუდენტებსა და უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს სწავლის დაწყება თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა, უნივერსიტეტის რექტორ, შალვა ჭკადუასთან ერთად მიულოცა. ლევან ანდრიაშვილმა სტუდენტებს წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახლახანს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭომ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს 6 წლიანი ავტორიზაცია მიანიჭა.
უნივერსიტეტს წელს 300-ზე მეტი პირველკურსელი ჰყავს, რომლებიც სწავლას ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის მიმართულებებით დაიწყებენ.