ლევან ანდრიაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მედალოსნებს წარმატება მიულოცა.

დღეს, ყვარელში, “ილიას ტბაზე,” კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ალადაშვილის ინიციატივით, გაიმართა წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მედალოსან მოსწავლეებს მიულოცა სკოლის წარჩინებით დამთავრება.
“დღეს, ყვარელში კახეთის რეგიონის 450 ოქროს და ვერცხლის მედალოსანი დაჯილდოვდა. თელავის მუნიციპალიტეტიდან კი ცერემონიაზე 90 მოსწავლე იყო წარმოდგენილი. სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის, ოქროს მედალოსნებს 500, ხოლო ვერცხლის მედალოსნებს გადაეცემათ 400 ლარი. ვულოცავ ახალგაზრდებს ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დასრულებას!” – განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა.