დღეს, სოფელ ფშაველში, ე.წ. “ბანაკის ქუჩის” რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი და მერის მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი მოიცავს 560-მეტრიან გზის მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტის საფარის დაგებას, რაც ფინანსდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 379 000 ლარის ოდენობით.
აღსანიშნავია, რომ პარალელურად მიმდინარეობს შიდა საუბნო და სოფლის მთავარი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ართანაში, ნაფარეულში, წინანდალში, კისისხევში, კონდოლსა და აკურაში.