დღეს, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, სოფელ აკურაში ადგილზე გაეცნო N20 ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასფალტის საფარის პირველი ფენა დაიგება 233 მეტრიან გზის მონაკვეთზე. აღსანიშნავია, რომ უკვე მოწყობილია სანიაღვრე სისტემა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება 96 758 ლარის ოდენობით.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში, N20 ქუჩის პარალელურად მიმდინარეობს N8 ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც მოასფალტდება მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებისთანავე.