ლევან ანდრიაშვილი სოფელ ნაფარეულისა და ლაფანყურის მოსახლეობას შეხვდა

თელავის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, გრძელდება მოსახლეობასთან შეხვედრები.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, სოფელ ნაფარეულსა და ლაფანყურში თელავის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან ანდრიაშვილთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე კენჭისყრის პრინციპით შეირჩა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად საჭირო იდეები.
მერიის ცნობით, ნაფარეულში ადგილობრივებმა მხარი დაუჭირეს სკვერის კეთილმოწყობას, ხოლო ლაფანყურში, სარწყავი არხის მოწყობა აღმოჩნდა პრიორიტეტული.